თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21–23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგიერთ რაიონში ძლიერი. 22-23 დეკემბერს კი ნავარაუდევია თოვლი და ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
უწყების ცნობით, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდება.