ყვითელი ამბები

„კეთდება ხელით, არანაირი ბოტოქსი, ფილერი“– ნანიკო ხაზარაძემ ახალგაზრდობის საიდუმლოს მიაგნო

Sputnik
ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა.
ნანიკო ხაზარაძე საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. ამჯერად ის ხელმომწერებს რჩევას აძლევს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. აღმოჩნდა, რომ ტელეწამყვანმა სახის შეიპინგი გაიკეთა და ძალიან კმაყოფილია.

„კეთდება ხელით, ნახეთ ჩემი კანი. ცოტა წითელი ვარ, თუმცა პროცედურის შემდეგ ეს ნორმალურია. ქალებო 40-ის ზევით, გირჩევთ“, – წერს ნანიკო ხაზარაძე.