ყვითელი ამბები

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი არჩის საყვარელ საკვებზე საუბრობენ

სასექსის ჰერცოგების შვილს საუზმის დროს უჩვეულო გემოვნება აქვს.
Sputnik
აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის მერვე შვილთაშვილს, რომელიც შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე იზრდება, ბევრი რამ აქვს საერთო ამერიკელ ბავშვებთან.
ჯეიმს კორდონთან ინტერვიუში მისმა მამამ, პრინცმა ჰარიმ აღნიშნა, რომ არჩის ყველაზე მეტად ვაფლი უყვარს და ყოველ დილით ითხოვს მის მომზადებას. ჰარიმ თქვა, რომ როდესაც ბებიამ, ელისაბედ II-მ შვილიშვილს და მის მეუღლეს რჩევა ჰკითხა, რა ერჩივნა არჩის საშობაო საჩუქრად, მეგან მარკლმა ურჩია, ეყიდა ვაფლის გამოსაცხობი.
მას შემდეგ, რაც წყვილმა დედოფლის საჩუქარი მიიღო, მეგანი რეგულარულად ამზადებს ვაფლს შვილისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის რეცეპტების მიხედვით. პრინცის თქმით, „ვაფლები“ ​​პირველი სიტყვაა, რომლითაც არჩი დილას იწყებს. გარდა ამისა, არჩის კვება მდიდარია ხილითა და ბოსტნეულით, რადგან მეგანი ვეგეტარიანელია.
მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლმა თავად გამოაცხო არჩის დაბადების დღის ტორტი, რომელიც მარწყვით მორთო.