ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე მსახიობ ანა ჩირაძის გადაცემაში სტუმრობისას მომღერალმა ირმა სოხაძემ შვილთან ნატა ასათიანთან ერთად ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. როგორც მან გაიხსენა, ბიჭი, რომელსაც მან მუსიკალურ ჯგუფში მიღებაზე უარი უთხრა, მოგვიანებით მისი სიძე გახდა.
ამ თემაზე ნატა ასათიანის მეუღლემ, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვობაში ხალხური სიმღერების ანსამბლში მღეროდა თემურ ქევხიშვილთან, თუმცა მანამდე ირმასთან მივიდა ანსამბლში, რომელმაც გასინჯა და დაიწუნა და ამის გამო ძალიან გაბრაზებული იყო.
„საბოლოოდ ასე გადაიკვეთა ჩვენი გზები. ძალიან კარგი ადამიანია, მსგავსი შეხედულებები გვაქვს. მას და ჩემი მეუღლის მთელ ოჯახს დიდ პატივს ვცემ“, – თქვა ნაცვლიშვილმა.
ბექა ნაცვლიშვილი გასულ წლებში ის იყო მრჩეველი პრემიერ-მინისტრის აპარატში, თბილისი საკრებულოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი. პარალელურად ასწავლის რამდენიმე უნივერსიტეტში, არის რამდენიმე კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების საკონსულტაციო გამოცდილება. ის დღეს „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტს“ ხელმძღვანელობს.