თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლაში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ავტომობილში იჯდა, ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.
ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. თავდასხმის მოტივი უცნობია.