ქუჩაში გამოსული ადამიანები აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან პანდემიის შეკავების მიზნით იძულებით ზომებს. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ჯანდაცვის აუცრელმა მუშაკებმა 1 იანვრიდან, შესაძლოა, სამსახური დაკარგონ.
„ჩვენ იგივე ლოზუნგები გვაქვს, რაც წინა აქციებზე. მოვითხოვთ შეწყდეს მედიცინის მუშაკების სავალდებულო ვაქცინაცია, წერტილი დაესვას კოვიდ-პასპორტებს“, – განაცხადა მოძრაობის „ბელგია ერთიანდება თავისუფლებისათვის“ წარმომადგენელმა სარქის სიმონიანმა.
კვირას ამავე თემაზე ავსტრიის დედაქალაქშიც გაიმართა საპროტესტო აქციები. ვენის მკვიდრებმა აქციას ხსოვნის აქცია დაარქვეს. მათ სანთლები დაუნთეს კოვიდით დაღუპულ 13 ათასზე მეტ ადამიანს.
ავსტრიამ დაასრულა სამკვირიანი „ლოკდაუნი“. დღეიდან ქვეყანაში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ აცრილ და კოვიდ-გადატანილ ადამიანებს.