ცხოვრება სმარტფონთან ერთად: რაში ხარჯავენ საქართველოში მილიონობით ლარს – ფოტო

საქართველოში სმარტფონი თითქმის ყველას აქვს. საუბარში და მობილურ სერვისებში მილიონობით ლარი იხარჯება.
Sputnik
უკვე რთული წარმოსადგენია, როგორი იყო ცხოვრება მობილური მოწყობილობების გარეშე. სულ რაღაც 20 წლის წინ მობილური ტელეფონი ფუფუნების საგნად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს სმარტფონი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთია.
1 / 12

თანამედროვე სმარტფონი მრავალფუნქციური მოწყობილობაა. საკმაოდ ხშირად ადამიანები მისი საშუალებით იღებენ სურათებს

2 / 12

ან მათთვის საინტერესო ინფორმაციას მოიპოვებენ

3 / 12

ქვეყანაში მობილურ სერვისებზე თვეში მინიმუმ რვა მილიონ ლარს ხარჯავენ

4 / 12

ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, ვინაიდან სმარტფონი დღეს თითქმის ყველას აქვს

5 / 12

თანამედროვე ჟურნალისტები ხშირად რეპორტაჟებს სმარტფონის საშუალებით გადასცემენ

6 / 12

ადამიანები აქტიურობენ სოციალურ ქსელებში

7 / 12

განურჩევლად ასაკისა, მობილურ ტელეფონებს ყველა აქტიურად იყენებს

8 / 12

ოჯახის წევრებთან საკონტაქტოდ

9 / 12

ან საქმიანი საუბრებისათვის

10 / 12

ყოველთვიურად საქართველოში 300 მილიონზე მეტი ზარი ხორციელდება, ხოლო პიკი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლის პერიოდში დგება

11 / 12

2020 წელს საქართველოში მობილურ სერვისებში 92 მილიონი ლარი დაიხარჯა. ხმოვანმა ტრაფიკმა 7,1 მილიარდი წუთი შეადგინა, ხოლო ჯამში 4 მილიარდზე მეტი ზარი განხორციელდა

12 / 12

საქართველოში მობილური კავშირით 4 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას უტოლდება