ბოლნისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში 22 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი გუშინ გაუჩინარდა. მისი ცხედარი სახლთან ახლოს, წყლის არხში ახლობლებმა იპოვეს.
ახლობლების ინფორმაციით, 22 წლის გოგონამ ერთი თვის წინ იქორწინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.