თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე , რომლეიც რუსეთის საზღვრისლენ მიემართება, კვირა დილით ისევ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო ავტოტრანსპორტი საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ზვავდამცავი გვირაბების გავლით გაუჩერებლად იმოძრაოვებს.
კობი-გუდაურის მონაკვეთზე ტრანსპორტის პრობლემები რამდენიმე დღეა გრძელდება.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა, ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - „ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.