ნიკო ქაჯაია „ევროვიზიაზე“ წარდგა - ვიდეო

ხმის მიცემის პროცესი განახლდება 15 წუთში მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილე თავისი სიმღერების შესრულებას დაასრულებს. ერთ ადამიანს შეუძლია მისცეს ხმა სამი ქვეყნის წარმომადგენელს.
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. „საბავშვო ევროვიზია - 2021“-ის ქართველი კონკურსანტი ნიკო ქაჯაია კონკურსის ფინალში პარიზში, მუსიკალური კომპლექსის La Seine Musicale სცენაზე წარდგა.
მან შეასრულა სიმღერა Let's Count The Smiles („მოდი დავითვალოთ ღიმილები“).
„საბავშვო ევროვიზიის“ ფინალი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყო, ნიკო ქაჯაია მეორე ნომრად წარდგა.
ხმის მიცემის პროცესი დაიწყო 17 დეკემბერს და დასრულდება 19 დეკემბერს, ფინალის პირდაპირი ეთერის დაწყებამდე და შემდეგ კვლავ განახლდება 15 წუთის შემდეგ, როდესაც ყველა მონაწილე თავისი სიმღერების შესრულებას დაასრულებს. ერთ ადამიანს შეუძლია მისცეს ხმა სამი ქვეყნის წარმომადგენელს.
„ლამაზი ღიმილები დავთვალე“ - როგორ ცეკვავს ისრაელის ელჩი ნიკო ქაჯაიას სიმღერაზე - ვიდეო
მაყურებლების კენჭისყრა განსაზღვრავს შეფასებების შედეგის ნახევარს, ხოლო მეორეზე პასუხისმგებელია ჟიური. ტრადიციულად, „პირველ არხს“ საფრანგეთიდან პირდაპირი ტრანსლაცია მიჰყავს.
პარიზში, რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზიაში 19 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.