თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.195-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 909.160-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 858.949 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.319), გარდაიცვალა – 13.071 (ბოლო 24 საათში – 47). კარანტინის რეჟიმშია 31, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.779 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.071 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 33.813 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.095, PCR–ტესტით – 13.718.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,49%, ბოლო 14 დღის – 6,96%, ბოლო 7 დღის – 6,48%.
სულ ჩატარებულია 2.380.972 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.081 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.