თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მესამე დღეა საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის რამდენიმე საათით იხსნება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის ეს მონაკვეთი მხოლოდ ექვსი საათის განმავლობაში იყო გახსნილი, მაგრამ ლიპყინულმა და თოვამ კვლავ პრობლემები შექმნა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.