წეროვანში მეზობლების დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ბრალის დამტკიცებს შემთხვევაში დაკავებულს 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა სოფელ წეროვანში სამი პირის დაჭრის ფაქტზე 36 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა 15 დეკემბერს დევნილთა დასახლებაში მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა თავის მეზობლებს. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდათ.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.