სააკაშვილის მომხრეებმა შსს-სთან საპროტესტო აქცია გამართეს - ვიდეო

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა შაბათს საპროტესტო აქცია გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან
Sputnik
აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ. ერთ-ერთი მონაწილე მცირედი ხულოგნობისთვის პოლიციამ დააკავა.
რაც შეეხება სააკაშვილს, ამ მომენტისათვის ის იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ მკურნალობის კურსს გადის.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, სააკაშვილს მკურნალობის შემდეგ რუსთავის ციხეში დააბრუნებენ. მისი ადვოკატები, დედა და მომხრეები მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას მოითხოვენ.
ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად მიესაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ორ საქმეზე, ხოლო დამატებით სამი საქმე სასამართლოს მიერ განიხილება.