მსოფლიო დღეს

„ომიკრონის“ შტამი უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფიქსირდა

ორგანიზაციის ინფორმაციით, 1,5-3 დღეში შემთხვევების რაოდენობა ორმაგდება.
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაში გამოვლინდა, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განცხადებაში.

„2021 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით, „ომიკრონის“ ვარიანტი ჯანმოს ექვსივე რეგიონის 89 ქვეყანაშია აღმოჩენილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის მონაცემებით, „ომიკრონი“ გაცილებით სწრაფად ვრცელდება „დელტა“ შტამთან შედარებით, რასაც მოწმობს მონაცემები საზოგადოების შიგნით დოკუმენტურად დადასტურებული გადაცემის შესახებ. ორგანიზაციის ინფორმაციით, 1,5-3 დღეში შემთხვევების რაოდენობა ორმაგდება.
მსოფლიო დღეს
უკრაინაში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა გამოვლინდა
გარდა ამისა, ახალი შტამი სწრაფად იზრდება მაღალი დონის პოპულაციური იმუნიტეტის მქონე ქვეყნებში, რისი ზუსტი მიზეზებიც ჯერჯერობით უცნობია.
„ომიკრინი“ გამოვლინდა უკვე საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - რუსეთსა და თურქეთში, საქართველოში კი 10 საეჭვო შემთხვევას სწავლობენ.
„ომიკრონი" არის COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი". ჯერჯერობით მსოფლიოს მასშტაბით ამ შტამით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევაა დაფიქსირებული დიდ ბრიტანეთში.