თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. მე არ ვურჩევდი ღამის კლუბების გახსნას „ომიკრონის“ გავრცელების რეალური საფრთხის გამო, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
შრომის ინსპექციის აკრძალვის მიუხედავად, ღამის კლუბებმა ივენთების ჩატარება კოვიდ-პასპორტების მქონე ადამიანებისთვის დაიწყეს.
მისი თქმით, ღამის კლუბების გახსნა „ჯერ უნდა მოხდეს მხოლოდ პილოტურ რეჟიმში“.
„არ ვურჩევდი ჩემს ახლობლებს კლუბებში წასვლას, მით უმეტეს, „ომიკრონის“ საშიშროება ნამდვილად არის ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ვირუს SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად მიმდინარე წლის ნოემბერში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში, და რომელსაც ჯანმომ მოგვიანებით „ომიკრონი“ უწოდა, ამ დროისათვის უკვე მსოფლიოს 89 ქვეყანაშია გავრცელებული. „ომიკრონი“ ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი".
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ომიკრონით“ შესაძლოა დაინფიცირდნენ როგორც კოვიდ-გადატანილები, ისე ვაქცინირებული პირები. ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ აფრიკის რამდენიმე ქვეყნიდან შემოსვლა აკრძალა.