სუპერტაიფუნი „რაი“: ფილიპინებს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა გადაუარა

დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და სახლები. რეგიონიდან ევაკუირებულია ასიათასობით ადამიანი.
Sputnik
ფილიპინების სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებს ტაიფუნმა „რაიმ“ გადაუარა.
განადგურებულია ელექტროგადამცემი ხაზები, დაზიანებულია სახლები. რეგიონიდან ასიათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. გაუქმდა ათობით რეისი, მუშაობა შეწყვიტეს პორტებმა.
აღსანიშნავია, რომ ტაიფუნი შესუსტდა, როდესაც ვისაის კუნძულებზე მთები გადაკვეთა.
ტაიფუნების შესახებ გამაფრთხილებელმა გაერთიანებულმა ცენტრმა „რაი“ სუპერტაიფუნად შეაფასა.
წელს ფილიპინებზე ეს უკვე რიგით მე-15 ტაიფუნი იყო.