ყვითელი ამბები

სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გმირს სექსუალურ ძალადობაში ადანაშულებენ – სკანდალური დეტალები

Sputnik
სულ ცოტა ხნის წინ საკულტო სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ახალი სეზონის And Just Like That პრემიერა შედგა. მაყურებელმა ჯერჯერობით მხოლოდ სამი სერია იხილა.
ყვითელი ამბები
„სექსი დიდ ქალაქში“ პრემიერა შედგა – გოგონები წითელ ხალიჩას იპყრობენ
სულ ცოტა ხნის წინ შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა. კრის ნოტს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორი ქალბატონი აცხადებს, რომ კრისმა მათზე 2004 და 2015 წლებში სექსუალურად იძალადა. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქალბატონებმა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, საჩივრით სასამართლო უწყებას რამდენიმე თვის წინ მიმართეს. კრის ნოტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.