კურორტ საირმის სპა–ცენტრი ევროპული ჯილდოს მფლობელი გახდა

Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. კურორტ საირმის სპა–ცენტრი ევროპის კურორტების ასოციაციის ნომინაციის „პოსტკოვიდური რეაბილიტაციის საუკეთესო პროგრამის“ გამარჯვებული გახდა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
კონკურსში ევროპის 20 ქვეყნის 100-მდე კურორტი მონაწილეობდა. ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია ხორვატიაში გაიმართა, სადაც ევროპის სპა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში მომუშავე 100-ზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა.
კურორტი საირმე: საქართველოს ღირსშესანიშნაობები
კონკურს ESPA Innovation Awards-ის მთავარი მიზანი იმ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულებების სასტუმროების გამოვლენაა, რომლებმაც შეიმუშავეს ახალი, გამორჩეული და ეფექტური მიდგომები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
კურორტი საირმე სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარეობს.
საირმე ერთადერთი კურორტია საქართველოში, სადაც ხუთი სხვადასხვა სამკურნალო თვისების მქონე მინერალური სასმელი წყარო და ერთი თერმული მინერალური წყალი მოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.