ყაზახეთის ექს-ჩინოვნიკი საქართველოში დააკავეს

Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ყაზახეთის ქალაქ ტარაზის მერის ყოფილი მოადგილე კაისარ სარითაი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში დააკავეს, იუწყება „Sputnik–ყაზახეთი“.
ყაზახეთის ანტიკორუფციული სამსახურის ცნობით, სარითაის ბრალად ედება კორუფციული დანაშაულები, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისება და გაფლანგვა, ასევე სარგებლის მიღების მიზნით თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ყაზახეთის ძებნილი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს.
ამ ეტაპზე ხორციელდება დაკავებულის ყაზახეთში ექსტრადიციის პროცედურა.
კაისარ სარითაის მერის მოადგილის თანამდებობა 2019 წელს ეკავა.