პოპულარული მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა „ინსტაგრამის“ „სთორებში“ ძალიან აქტიურია და ყოველდღიურად აქვეყნებს მისი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებსა თუ ფოტოებს. ცოტა ხნის წინ იამ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ტარიელს ჯერ მისი ახალი ტანისამოსის შეფასებას სთხოვს, შემდეგ კი მიმართავს, ადგეს ლოგინიდან, რათა მან მისი გასწორება მოახერხოს.
ტარიელ სუარი და ია ფარულავა 2014 წელს მოულოდნელად დაქორწინდნენ. წყვილი ასევე ხმაურიანად დაშორდა. მისი მეუღლე დაშორების მიზეზებზე თავად წერდა Facebook-ის პირად გვერდზე და დაშორების მიზეზად ია ფარულავას და მისი „პარიკმახერის“ მიმოწერას ასახელებდა, სადაც ისინი თითქოს მას უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს უწოდებდნენ, აგინებდენ დედას, იმუქრებოდნენ მისი მოშორებით, რის გამოც სიბრაზისგან თავი ვერ შეიკავა და მინა ჩაამტვრია.
წლების შემდეგ ია ფარულავამ გაამხილა, რომ ისევ ტარიელ სუართან ერთადაა, მასთან ერთად ცხოვრობს და ის ერთადერთი კაცია, რომლისთვისაც არ უღალატია. ტარიელს ვიდეოების და ფოტოების გადაღება არ უყვარს, თუმცა იას „სთორებში“ დროდადრო ჩანს როგორია წყვილის თანაცხოვრება.