ყვითელი ამბები

ის, რასაც დიდი ხანი ელოდით – გავრცელდა „ჰარი პოტერის“ ახალი ფილმის პოსტერი

Sputnik
სტრიმინგ სერვერი HBO Max „ჰარი პოტერის“ შესახებ გადაღებული ახალი ფილმიდან პირველ პოსტერს ავრცელებს. პოსტერზე ჩანან ჩვენთვის საყვარელი გმირები და მსახიობები, რომელთა ეკრანზე დაბრუნებას დიდი ხანია ველით.
„ჰარი პოტერის აკრძალული ტყე“: ინგლისში თემატური გასართობი პარკი გაიხსნა
ახალი ეპიზოდის გამოსვლა „ჰარი პოტერის“ პირველი ფილმის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. ფილმში მსახიობები, ფილმის შემოქმედებითი გუნდის წევრები იმ ისტორიებს მოყვებიან, რომლებიც მათ სხვადასხვა წლებში გადასაღებ მოედანზე გადახდათ.
წიგნის ავტორი ჯოან როულინგი ფილში არ გამოჩნდება, იქნება მხოლოდ საარქივო კადრები. ახალ სპეცეპიზოდში მონაწილეობას მიიღებენ ჰელენა ბონემ კარტერი, რალფ ფაინსი, ჯეისონ აიზეკი, გერი ოლდმანი და სხვები.
ახალი ეპიზოდის სახელწოდებაა „პარი პოტერი: ჰოგვორტსში დაბრუნება“ და მისი პრემიერა 1 იანვარსაა დაგეგმილი.