ყვითელი ამბები

„დათო, ბიჭო...“ – რა ტრაგედია დატრიალდა „შუა ქალაქის“ მსახიობის ოჯახში?

იუმორით აღსავსე მსახიობების გოგა ბარბაქაძისა და მაია დობორჯგინიძის სახელი და გვარი იმდენად ცნობილი არ არის, რამდენადაც მათ მიერ განსახიერებული პერსონაჟებისა, განსაკუთრებით, პოპულარული სერიალიდან „შუა ქალაქში“, რომლის გადაღება 14 წლის წინ დაიწყო.
Sputnik
,,დათო… ბიჭო-ბიჭო!” – დაწერა სოციალურ ქსელში მსახიობმა მაია დობორჯგინიძემ და მეუღლის, მსახიობ გოგა ბარბაქაძის მამობილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც კოვიდით გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ გოგა ბარბაქაძეს თავის მამობილთან დათო ნაცარაშვილთან საოცარად თბილი ურთიერთობა და დიდი სიყვარული აკავშირებდა.
„შუა ქალაქის“ „მარიკა“ და „დათო“, ანუ გოგა და მაია რეალურ ცხოვრებაში ცოლ-ქმარი არიან. კინოსა და თეატრის მსახიობების ურთიერთობა 1999 წელს დაიწყო. იმ პერიოდში მაია დობორჯგინიძე სამსახიობოს ამთავრებდა, როდესაც გოგა ახალი სასწავლო კურსის შესწავლას შეუდგა.
„მარიკას“ და „დათოს“ ცხოვრება ეკრანს მიღმა და იდილიური ოჯახი - ფოტოები
მოგვიანებით მომავალმა მსახიობებმა ორ სპექტაკლში ერთად ითამაშეს და აქედან დაიწყო მათი დაახლოება. გოგა იხსენებს, რომ ერთმანეთს შემთხვევით დაუახლოვნენ, მოეწონათ ერთად ყოფნა და ზრუნვა, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა.
40 წლის გოგას და 43 წლის მაიას ორი შვილი ჰყავთ. მსახიობების უფროსი ვაჟის – გაბრიელის და ქალიშვილის – ბარბარეს ფოტოები დიდ ყურადღებას იქცევს. გაბრიელი 13 წლის არის, ხოლო ბარბარე 7 წლის გახდა. თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ მათი უფროსი ვაჟი მამას ჰგავს, ხოლო პატარა პრინცესა – დედას.