ყვითელი ამბები

„ეს ბავშვი არის მთელი მსოფლიოს სილამაზე“ – ანა ახვლედიანის პატარა გოგონამ მოდელობა დაიწყო

მოდელ ანა ახვლედიანს და გიგი ბერაიას უსაყვარლესი შვილი ევა ჰყავთ, რომელიც თანდათან უფრო და უფრო ემსგავსება დედას.
Sputnik
მოდელი ანა ახვლედიანი, რომელსაც არაერთ პოპულარულ ბრენდთან უთანამშრომლია, თავისი ქალიშვილის ევას ფოტოებს აქვეყნებს. პატარა გოგონა დედის ასლია.
გოგონას ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა: „ულამაზესია“, „ეს ბავშვი არის საქართველოს და მთელი მსოფლიოს სილამაზე! ასეთი არაფერი მინახავს, სასწაული და ანგელოზი“, „ლამაზი დედიკოს და მამიკოს პრინცესა ევა“.
ანას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავსაც უწოდებენ. ფაქტია, რომ ულამაზესი მოდელი სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია. მისი და გიგი ბერაიას უსაყვარლესი გოგონა ევა კი, შეიძლება ითქვას, „ინსტაგრამის“ ვარსკვლავია.