COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩხაიძე: არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს, რომ „ომიკრონის" შემთხვევათა უმრავლესობა არის მძიმე

კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი" გავრცელების ძალიან მაღალი სისწრაფით ხასიათდება და დღეისათვის ის უკვე მსოფლიოს 77 ქვეყანაშია აღმოჩენილი.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. შესაძლებელია კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი" საქართველოში უკვე იყოს და ჩვენ მის იდენტიფიცირებას ვერ ვახერხებდეთ, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხეიძემ.
„ომიკრონი" არის COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი". ჯერჯერობით მსოფლიოს მასშტაბით ამ შტამით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევაა დაფიქსირებული დიდ ბრიტანეთში.

„ის, რომ ახალი შტამი საქართველოში დაფიქსირდება, არ ნიშნავს, რომ იგი სწრაფად გახდება დომინანტი. ერთი, რაც ჯერჯერობით დამაიმედებელია, არც ერთი ქვეყანა არ აფიქსირებს, რომ „ომიკრონის" შემთხვევათა უმრავლესობა არის მძიმე. ფაქტია, 8 ათასი შემთხვევიდან ერთი გარდაცვლილი მიუთითებს, რომ არ უნდა იყოს უფრო მეტად სახიფათო", – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ჩხაიძის თქმით, „ომიკრონი" გავრცელების ძალიან მაღალი სისწრაფით ხასიათდება და დღეისათვის ის უკვე მსოფლიოს 77 ქვეყანაშია აღმოჩენილი.
„შემთხვევების ჯამური რაოდენობა 8.100-ია, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნების რიცხვი ყოველდღიურად იმატებს", – თქვა ჩხაიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კულუმბეგოვი: „ომიკრონი“ მოსახლეობის 99%-ს შეხვდება
„ომიკრონი" პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბოტსვანაში აღმოაჩინეს.
საქართველოში კორონავირუსის ეს შტამი ოფიციალურად ჯერ არ დაფიქსირებულა. მასთან დასაპირისპირებლად ქვეყანაში აქტიური ვაქცინაცია მიმდინარეობს ბუსტერ–დოზით. ვაქცინაციის სრული კურსი (ორჯერადი აცრა) ზრდასრული მოსახლეობის 36,9%-მა ჩაიტარა, ხოლო ბუსტერ–დოზით აიცრა 37.017 ადამიანი.