ყვითელი ამბები

„ცეკვის ჩუსტები“ დემნა გვასალიასგან 705 დოლარი ღირს

„ბალენსიაგას“ ყოველი ახალი კოლექციისა თუ კამპანიის გავრცელების შემდეგ უფრო მეტად ვრწმუნდებით იმაში, რომ ქართველი დიზაინერის კრეატიულობას საზღვრები არ აქვს.
Sputnik
მოდის სახლმა „ბალენსიაგამ“, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, შექმნა ფეხსაცმელი (Tug ballerina shoes), რომელიც ძალიან ჰგავს საცეკვაო ჩუსტებს. Farfetch-ზე ფეხსაცმლის შეძენა „სულ რაღაც“ 705 დოლარად არის შესაძლებელი. არჩევანი ოთხ ფერს შორის არის.
ყვითელი ამბები
„მო­ნას­ტრი­დან გაქ­ცე­ულს ჰგავს“ – ბიბერმა დემნა გვასალიას სამოსით აჟიოტაჟი გამოიწვია
ყველასგან განსხვავებული, ექსცენტრიკული და არაორდინარული ქართველი შემოქმედისთვის ინსპირაციის წყარო ხშირად არა მხოლოდ საკუთარი წარსული და მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე მოვლენები, არამედ კრისტობალ ბალენსიაგას წარსული შემოქმედება ხდება.
ახალი ფეხსაცმელი 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდანაა, რომლის ინსპირაციაც ავანგარდიზმი და ბრენდის დამფუძნებლის კრისტობალ ბალენსიაგას ფუტურისტული ხედვა გახლავთ.