ყვითელი ამბები

„პორნო პირველად 11 წლის ასაკში ვნახე... ტვინი ძალიან დამიზიანა“ – ბილი აილიშის აღიარება

Sputnik
მომღერალმა ბილი აილიშმა ჰოვარდ სტერნთან ინტერვიუში პორნოგრაფიის უარყოფით მხარეებზე ილაპარაკა.

„როგორც ქალს, მიმაჩნია, რომ პორნოგრაფია სირცხვილია. რომ არ მოგატყუოთ, პორნოს ხშირად ვუყურებდი. პირველად 11 წლის ასაკში ვნახე. ვფიქრობ, ტვინი დამიზიანა, თავს ძალიან გამოფიტულად ვგრძნობ იმის გამო, რომ ამდენი პორნოგრაფია ვნახე. იმ მომენტამდე მივედი, როდესაც ვეღარაფერს ვუყურებდი ისეთს, რაშიც ძალადობა არ იყო. როდესაც პორნოგრაფიას აქტიურად ვუყურებდი, ქალიშვილი ვიყავი, არასდროს არაფერი მქონია და ამან შემდგომში დიდი პრობლემები შემიქმნა“, – ამბობს მომღერალი.

ბილი აილიში ამერიკელი მომღერალია, რომელიც სცენაზე 2015 წელს, 14 წლის ასაკში გამოჩნდა. საერთაშორისო წარმატება თინეიჯერ შემსრულებელს 2019 წელს გამოშვებულმა სინგლმა Bad Guy მოუტანა. მიღებული აქვს გრემის 7 ჯილდო. არის ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის No Time To Die საუნდტრეკის ავტორი.