მსახიობი ბენ აფლეკი სკანდალში გაეხვია. ცოტა ხნის წინ ჰოვარდ სტერნის პოდკასტში პირად ცხოვრებაზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯენიფერ გარნერთან ქორწინების დროს თავს ისე გრძნობდა, როგორც ხაფანგში და მისი ალკოჰოლდამოკიდებულება ყოფილ მეუღლეს დააბრალა.
აღნიშნულმა სიტყვებმა საზოგადოების მხრიდან ნეგატიური შეფასებები დაიმსახურა. 49 წლის მსახიობის შესახებ არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გამოთქვა აზრი, მათ შორის იყო ჟურნალისტი პირს მორგანი. მან ბენის სიტყვები მკაცრად გააკრიტიკა და მას ეგოისტიც კი უწოდა.
„მან საკუთარი ყველაზე ერთგული დამცველი ჯენიფერ გარნერი დაადანაშაულა იმაში, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა?! ეს სასაცილოა, ბენმა ამ სიტყვებით უსაქმურ ნარცისად წარმოაჩინა თავი. მას საკუთარი თავი ყველაზე მეტად უყვარს და ყველა ჯენიფერი ფეხებზე ჰკიდია“, – აცხადებს ჟურნალისტი.
ინტერვიუს შემდეგ ინტერნეტ-სივრცე ბენის არაფხიზელ მდგომარეობაში გადაღებულმა ფოტოებმა წალეკა, რომლებიც 2019 წელს, ჯენიფერ გარნერთან განქორწინების შემდეგ არის გადაღებული.