ყვითელი ამბები

ორი ნაძვის ხე და წყნეთის სახლი – როგორ ატარებს უქმეებს ანუკი არეშიძე შვილებთან – ვიდეო

ანუკი არეშიძე თავისი რეალური შოუს მეორე ეპიზოდს გვიზიარებს „იუთუბის“ საშუალებით და გვიყვება წინასაახალწლო მზადების შესახებ, რომელიც მის წყნეთის სახლში მიმდინარეობს.
Sputnik
როგორც დიზაინერი აღნიშნავს, შაბათ-კვირა მისთვის წმინდაა და ამ დღეებს სახლში, შვილებთან ერთად ატარებს. წინასაახალწლოდ ანუკიმ ორი ნაძვის ხე ააწყო, ერთი შედარებით მცირე ზომის, მეორე – უფრო მოზრდილი.
უმცროსი ვაჟი ნიკოლა სულ დედიკოსთან ერთად იყო, გაიგო, რომ ის სახლიდან გასვლას არ აპირებდა და ძალიან გაუხარდა. ანუკიმ თავისი ხელით შეაკეთა საახალწლო დეკორაციები, რომელიც უმცროსმა ვაჟმა გააფუჭა და მისგან პირობა აიღო, რომ აღარ გატეხდა, შემდეგ კი შვილები სამზარეულოში შეიპატიჟა. დღის ბოლოს მათთვის ნამცხვრების გამოცხობის დრო დადგა.
„კვირა დღე განსაკუთრებულია ჩვენს ოჯახში, რადგან ბავშვები სრული შემადგენლობით არიან სახლში. სადილის მომზადებისას მეხმარებიან, განსაკუთრებით, ბუბუ, სუფრის გაშლასა და საჭმლის გაკეთებაში. ბუბუმ იცის რაღაცების გაკეთება. ეს არის ჩვენი დღის ბოლო. რვა საათისთვის წავალთ, დავიძინებთ. ნიკოლიკო გვყავს პატარა ეგოისტი, უყვარს, როცა ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. ბიბიკო სიკეთის ბუშტია, ნამდვილი ჰალკი. ნახეთ, რა ძლიერია. ბაჩიკოს არ უყვარს არც ფოტოები, არც ტელევიზიები, რაც კამერასთან არის დაკავშირებული. ბუბუ უკვე დიდი ბიჭია, დამოუკიდებელი, 12 წლისაა, მოწესრიგებულია, სკოლაში წასასვლელად დილით თვითონ ემზადება. ახლა კარგად ირბენენ, დაიღლებიან, ავალთ და დავიძინებთ, რადგან დღის ბოლოს ვარ ძალიან დაღლილი, როგორც ყველა დედა“, – ამბობს ანუკი.