თბილისში რამდენიმე ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ამ წუთებში დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას მასმედია ავრცელებს.
სპეცოპერაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
ამ ეტაპზე უცნობია, სპეცოპერაციის ჩატარების ზუსტი მიზეზი. მასმედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, მიმდინარეობს ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლების დაკავება და ამ დროისათვის სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი უკვე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.