მსოფლიო დღეს

არაამქვეყნიური არსება: მეცნიერები „უცხოპლანეტური“ თევზის ვიდეოს ავრცელებენ

Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ოკეანეების სიღრმეში არაერთი იდუმალი და უცნაური არსება ცხოვრობს, თუმცა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი MBARI-ს სპეციალისტების მიერ გადაღებული თევზი მაკროპინა მაინც ალბათ ყველაზე უცნაურია სიცოცხლის ყველა უჩვეულო ფორმას შორის, წერს IFLS.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკროპინას ვიდეოკამერაზე აღბეჭდვა დისტანციური მართვის აპარატის (ROV) მეშვეობით გახდა შესაძლებელი, ვინაიდან ეს არსება 600-800 მეტრ სიღრმეზე ცხოვრობს და იქამდე მიღწევა ადამიანს არ შეუძლია.

„MBARI-ს დისტანციური მართვის აპარატებმა Ventana-მ და Doc Ricketts-მა 5.600-ზე მეტჯერ ჩაყვინთეს და 27.600-ზე მეტი საათის ვიდეო გადაიღეს, თუმცა მაკროპინას მხოლოდ ცხრაჯერ შეხვდნენ“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.

მაკროპინას გამჭვირვალე თავი და მანათობელი მწვანე თვალები აქვს. თითოეული თვალის წინ დიდი, მომრგვალებული ჯიბეა, რომელშიც ყნოსვის ორგანოები მდებარეობს.
სახეობა პირველად 1939 წელს აღწერა ვილბერტ ჩაპმენმა, მაგრამ ცოცხალი თევზის პირველი ფოტოები მხოლოდ 2004 წელს მიიღეს. გამომდინარე იქიდან, რომ თევზი ძალიან დიდ სიღრმეებში ბინადრობს, თანაც უკუნ სიბნელეში, ის ნაკლებადაა შესწავლილი.