მომღერალი ლოლა წერეთელი უკვე წელიწადზე მეტია მოსკოვში ცხოვრობს და იქ ერთ-ერთ რესტორანში მღერის. რამდენიმე წელია, რაც მისი და მისი მეუღლის გიორგი წერეთლის გზები გაიყარა და ლოლამ ახალი სიყვარულიც იპოვა, რომლის შესახებაც ჟურნალ „სარკეს“ უყვება.
ქალი ამბობს, რომ მისი რჩეული დედით სომეხია, მამით – ფრანგი. ცხოვრობს პარიზში, თავისი ბიზნესი აქვს – ავტოიმპორტიორია და რობერტი ჰქვია.
„ჩემი ოჯახური ცხოვრება თბილისში ყველას თვალწინ მიდიოდა და ხშირად განსჯის საგანი გამხდარა ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა. რობერტი და მე კი თანატოლები ვართ. ორ წელზე მეტია, რაც ერთმანეთი გავიცანით. ცოტა სომხური იცის, ყურსასმენების საშუალებით ჩვენი საუბარი ჩვენთვის გასაგებ ენაზე ითარგმნება. რაც მთავარია, „მე შენ მიყვარხარ“ იცის რუსულადაც და სომხურადაც“, – ამბობს ლოლა.
ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი ორი წლის წინ დაიშალა. ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს.