ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ 36 წლის ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ და 27 წლის ჯორჯიანა როდრიგესი ტყუპებს ელოდებიან.
ახლახან ორსულმა ჯორჯიანამ „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა. მრავალშვილიანი ოჯახი ლაპლანდიაში იმყოფება.
მათ სანტას სახლი მოინახულეს და საოცრად ბედნიერად გამოიყურებიან. ფოტოებზე არ ჩანს თავად კრიშტიანუ, რადგან ამჯერად ფოტოგრაფის ამპლუაში იმყოფებოდა.