მსოფლიო დღეს

სუდანში უცნობმა დაავადებამ 89 კაცი იმსხვერპლა: ჯანმოს სპეცჯგუფი მიზეზებს იძიებს

Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ბოლო რამდენიმე კვირაში სამხრეთ სუდანში გავრცელებული უცნობი დაავადებისგან 89 ადამიანი დაიღუპა, იუწყება ВВС ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელ შეილა ბაიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმომ უკვე გაგზავნა დაავადების ეპიცენტრში – ჯონგლეის შტატში ექსპერტების ჯგუფი მასობრივი სიკვდილის მიზეზების დასადგენად.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, დაავადების ბუნების დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ დაავადებულთა უმეტესობა იმ ტერიტორიაზე ცხოვრობს, სადაც მიმდინარე წელს ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობა მოხდა.
როგორც შეილა ბაიამ განაცხადა, ორგანიზაციამ სამხრეთ სუდანში ექსპერტების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილობრივმა მედიკოსებმა გარდაცვლილთა ანალიზებში ქოლერა ვერ აღმოაჩინეს.