ყვითელი ამბები

პრინცი ჩარლზისა და კამილა პარკერ-ბოულზის საშობაო ფოტოს სოციალურ ქსელებში განიხილავენ

Sputnik
სამეფო ოჯახის წევრებმა უკვე გამოაქვეყნეს მისალოცი საშობაო ფოტოები. პირველები პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი იყვნენ და მათ მალევე პრინც ჩარლზისა და კამილა პარკერ-ბოულზის ფოტოც მოჰყვა. წინა წლებისგან განსხვავებით, ახალი ფოტო ძალიან უცნაური და ორიგინალური გამოდგა.
ფოტო, რომელიც მონარქებმა საშობაო ბარათისთვის შეარჩიეს, გადაღებულია სამეფო ოჯახის მიერ ორგანიზებულ დოღზე. ფოტოზე პრინცი ჩარლზი კამილას პირბადეს უსწორებს და მისი სწორად მოხმარებისკენ მიანიშნებს.
ამ ფოტოს ინტერნეტში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ამით სამეფო ოჯახმა მიმდინარე წლის მთავარ გამოწვევას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ მიანიშნა მსოფლიოს, რამდენად მნიშვნელოვანია პირბადე კოვიდპანდემიის დროს.