მსოფლიო დღეს

ჯანმოს მძიმე პროგნოზი: რა ელის კაცობრიობას პანდემიის დასრულების შემდეგ

Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ კაცობრიობა ღრმა სიღარიბეს, შიმშილს, უთანასწორობას, არაინფექციურ დაავადებებს, კლიმატურ ცვლილებებსა და სხვა კრიზისებს შეეჯახება, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
ასეთი მძიმე პროგნოზი მან ჯანმოს მე-10 გლობალურ კონფერენციაზე გააკეთა.
გებრეიესუსმა მოუწოდა მსოფლიოს სახელმწიფოებს, „ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ადამიანებისა და პლანეტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე იქნება დაფუძნებული“.
ჯანმოს დირექტორის თქმით, COVID-19-ის პანდემია ნათელი მაგალითია იმისა, რომ „როცა ჯანმრთელობას რისკი ექმნება, რისკის ქვეშ დგება ყველაფერი“. შესაბამისად, „მსოფლიო თანამეგობრობა ჯანდაცვას ისე კი არ უნდა მოეკიდოს, როგორც ხარჯებს, არამედ როგორც ინვესტიციებს ჩვენს მომავალში“.