COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმო „ომიკრონით“ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რიცხვების ზრდას ელოდება

Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის შტამ „ომიკრონის“ გამო ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდას ელოდება, განუცხადეს РИА Новости-ს ჯანმოს პრეს-სამსახურში.

„შეშფოთების გამომწვევი ვარიანტის შემთხვევათა რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ ჩვენ მთელი მსოფლიოდან ველოდებით ინფორმაციას ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შესახებაც კი“, — აღნიშნეს ჯანმოში.

როგორც ორგანიზაციის პრეს-სამსახურში განმარტეს, ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ გააჩნია ინფიცირებისა და სიკვდილიანობის ყველა შემთხვევის თანმიმდევრული ანალიზის შესაძლებლობა. ამიტომ კონკრეტული ვარიანტით გამოწვეული სიკვდილიანობის თაობაზე ზუსტი ინფორმაციის წარმოდგენა შესაძლოა რთული იყოს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონით“ პირველი პაციენტი გარდაიცვალა
„ომიკრონის“ შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის გავრცელება უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი“, — განმარტეს ჯანმოში.
მანამდე, 13 დეკემბერს „ომიკრონით“ ინფიცირებული პირველი პაციენტი გარდაიცვალა დიდ ბრიტანეთში. ჯერჯერობით ეს ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიოში, რომელიც კორონავირუსის ახალ შტამს უკავშირდება.
როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ ისეთი ფენომენალური სისწრაფით ვრცელდება, როგორსაც სპეციალისტები მანამდე არ შეჯახებიან.