თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ზამთრის არდადეგები საქართველოს სკოლებში 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, ბავშვები მერხებს 17 იანვარს მიუსხდებიან, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ განათლების სამინისტროში.
„გადაწყდა, დაიწყოს არდადეგები ხუთშაბათს, 30 დეკემბერს და ის 14 იანვარს დასრულდეს. რადგან ეს დღე პარასკევია და კიდევ ორი უქმე დღეა წინ, სასწავლო პროცესი ორშაბათს, 17 იანვარს განახლდება", – აღნიშნეს უწყებაში.
ზამთრის არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს საგაზაფხულო არდადეგები ელოდებათ, რომელიც სამშაბათს, 8 მარტს დაიწყება და 14 მარტამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს, იქაც, სკოლების მსგავსად, სწავლა 2022 წლის 17 იანვარს განახლდება. საბავშვო ბაღები 30 დეკემბერის ჩათვლით იმუშავებენ.