მსოფლიო დღეს

Time-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელებს „წლის გმირები“ უწოდა

„ჯადოქრები“ – ასე შეაფასა ცნობილმა ჟურნალმა ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელები.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელებს „2021 წლის გმირები“ და „ჯადოქრები“ უწოდა.
გამოცემამ განსაკუთრებით აღნიშნა ის მკვლევარები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ვაქცინების შექმნაში. ესენი არიან იმუნოლოგი კიზმეკია კორბეტი, აშშ-ის მარეგულირებლის CDC დირექტორის მოადგილე ბარნი გრემი, უნგრელი ბიოქიმიკოსი კატალინ კარიკო და ამერიკელი დრიუ ვაისმანი.
„ეს ოთხეული მარტო არ ყოფილა ამ პირობებში – მეცნიერები მთელ მსოფლიოში ქმნიდნენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს მრავალი პლატფორმისა და ტექნოლოგიის გამოყენებით. ბევრი, ისე, როგორც AstraZeneca და Janssen, შეიქმნა უფრო აღიარებული მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ახალ ვირუსთან ბრძოლის მიზნით შთამბეჭდავი სისწრაფით გარდაიქმნა. და, მაინც, კორბეტმა, გრემმა, კარიკომ და ვაისმანმა მიაღწიეს განსაკუთრებული მნიშვნელობის პროგრესს და შეიმუშავეს ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავაზე (ი-რნმ) დაფუძნებული ინოვაციური და ძალზე ეფექტური ვაქცინის ბაზა, რაც ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ამ პანდემიის ფარგლებს მიღმაც“, – წერენ ჟურნალში.
2020 წელს Time-მა „წლის მცველები“ უწოდა მედიცინის მუშაკებს, რომლებიც თავგანწირვით მუშაობდნენ და COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ, კერძოდ, აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი, აგრეთვე რასობრივი სამართლიანობისთვის მოძრაობის ორგანიზატორები.