თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, ბახტრიონის, სულაკაურის და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
1:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაღნარის, მანაგაძის, შუშის, ჩიქვანაიას, ქერჩის, მორეტის, ვართაგავას და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი მუხაძის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოროდინის, ფაღავას, სევანის, გურჯაანის, მთავარანგელოზის, მარტყოფის, მახათას, წურწუმიას, ნასაკირალის, ირბახის, ერისთავის, სართიჭალის, ცისკრის, მესხიშვილის, არმაზის, გონაშვილის, ავლაბრის, ქურხულის, ხერხეულიძის, იზაშვილის, ბადიაურის, კვეზერელი-კოპაძის და დედოფლისწყაროს ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.