თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. დიდ ბრიტანეთში „ომიკრონით“ ინფიცირებული პირველი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება Sky News ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებაზე დაყრდნობით.
„სამწუხაროდ, დიახ. „ომიკრონი“ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ამასთან, როგორც დაგვიდასტურეს, „ომიკრონით“ მინიმუმ ერთი პაციენტი გარდაიცვალა“, — განაცხადა მან.
მანამდე ახალი შტამით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში არ გავრცელებულა.
ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა „ომიკრონის“ „ფენომენალური სისწრაფით“ გავრცელების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანამდე მეცნიერები ამგვარ სიჩქარეს არ შესჯახებიან. მინისტრის ვარაუდით, გავრცელების ასეთი ტემპები იმაზე მეტყველებს, რომ მოსალოდნელია COVID-19-ის დიდი ტალღა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 63 ქვეყანაშია გამოვლენილი. ამასთან ჯანმოში აცხადებენ, რომ სპეციალისტებს ახალ შტამთან დაკავშირებით შეზღუდული მონაცემები აქვთ, თუმცა უკვე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“.