ყვითელი ამბები

ორსული მარიტა მელიქიშვილის უსაყვარლესი ფოტოსესია – წყვილი შვილს დეკემბერში ელოდება

Sputnik
სულ ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ მარიტა მელიქიშვილმა საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე გაუზიარეს – ისინი მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან. ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.
მარიტა უკვე მე-9 თვეშია და, სავარაუდოდ, ბავშვს დეკემბერში გააჩენს. ორსულობის ბოლო თვეში მარიტამ ულამაზესი ფოტოსესია მოაწყო, ფოტოებს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ორი სული ერთ სხეულში“, – წერს მარიტა.
ცოტა ხნის წინ გიორგიმ გაამხილა, რომ ბიჭის მშობლები გახდებიან, პატარას კი ნოე სულაბერიძე და ანრი ჯოხაძე მონათლავენ. გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ცოტა ხნის წინ მოექცნენ საზოგადოების ყურდღების ცენტრში. წყვილი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა და ამ ზაფხულს პირველად შეხვდა ერთ ოჯახად.