მოდელი ლიკა ქორქია, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და რომელზეც ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობენ, უკვე ექვსი თვეა დაქორწინდა. მისი რჩეული პროგრამის „აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ წყვილთან დაახლოებულმა პირმა აცნობა.
თავად ქორქია ინტერნეტ-გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ პირადი ცხოვრების აფიშირებას ყოველთვის ერიდება და ამიტომ არ გაუხმაურებია ქორწინება.
„ჩვენი ქორწინების შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ და ასე ნელ-ნელა ვრცელდება ჩვენი ამბავი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს აინტერესებს. ვცხოვრობთ ერთად და ბედნიერად, სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ, არ მიყვარს პირად თემაზე საჯაროდ საუბარი”, – ამბობს ლიკა ქორქია.
მიხეილ ხიდურელი 31 წლისაა. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, განათლება ლონდონში აქვს მიღებული, მუშაობდა მსხვილ სამშენებლო პროექტებზე პროექტის მენეჯერად. იყო ლონდონში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის Shard Skyscraper-ის პროექტის უმცროსი მენეჯერი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი – დოჰას აეროპორტის მშენებლობის პროექტის უფროსი მენეჯერი კატარში.