მომღერალი ბორის ბედია პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა ის მექალთანე.
მომღერალი ფიქრობს, რომ მექალთანეობა არ არსებობს. ყველა მამაკაცია ლამაზი ქალის მოყვარული და მათ შორის ისიც.
„ყველა ლამაზი მანდილოსანი მომწონს და, საერთოდ, ლამაზი ქალების გიჟი ვარ, თუმცა სიყვარული სხვა არის. იმ ერთს რომ შევხვდები, ყველა ლამაზი ქალი გაქრება. ის ერთი ყველას დაბლოკავს და იმის გარდა სხვას აღარავის უყურებ. როცა შეყვარებული ხარ, შენთვის სხვა ქალი არ არსებობს, მისთვის კიდევ – სხვა კაცი. მე ასე მესმის“, – ამბობს მომღერალი.
მისი თქმით, შეიძლება, ლამაზ ადამიანს შეხედო, ძალიან მოგეწონოს, მაგრამ გაიაროს და დაგავიწყდეს.
„რამდენ ლამაზ გოგოს შევხვედრივარ და უთქვამთ, ვაიმე, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთსო, ყველა არ მახსოვს და ხანდახან მიუხერხულია. უამრავი მწერს და ყველას ვენაცვალე, ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ სახეზე ყველას ხომ ვერ დაიმახსოვრებ?!“ – ამბობს ბორის ბედია.