საქმე ჩხუბამდე არ მისულა, თუმცა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალბატონი მამაკაცისთვის ჩანთის ჩარტყმას ცდილობდა, მაგრამ ის შეაჩერეს. აცრისკენ მოწოდების შემდეგ მამაკაცი მიტინგიდან წავიდა. დემონსტრანტებმა ერთი კვირის შემდეგ ახალი აქცია დააანონსეს.
მწვანე პასპორტების წინააღმდეგ აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ნოემბრის ბოლოდან იმართება. „მწვანე სტატუსი“ ქვეყანაში 1 დეკემბრიდან ამოქმედდა, რამაც პროტესტი გამოწვია საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც აცრა არ სურს.
„მწვანე სტატუსი ენიჭებათ აცრილ და კოვიდ-გადატანილ პირებს, ასევე სამდღიანი „მწვანე სტატუსი“ ენიჭებათ მათ, ვინც PCR–ტესტირებას ჩაიტარებს, ხოლო სწრაფ ტესტზე სტატუსი ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს.