საქართველოში უახლოეს ორ დღეში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოკსახლეობას ძლიერი ქარის შესახებ აფრთხილებს
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. 13-15 დეკემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს.