საგარეჯოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი გზაზე გადადიოდა
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში ავარიას შუა ხნის მამაკაცი ემსხვერპლა, ინფორმაცია Sputnik-საქართველოს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. რომელი მუხლით აღიძრება სისხლის სამართლის საქმე, ექსპერტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.
თვითმხილველების თქმით, შეჯახება იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი გზაზე გადადიოდა. მიღებული ტრავმებისგან ის ადგილზე გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 305 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5,7 ათასი დაშავდა. 2021 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ავარიების ყველაზე გავრცელებული ტიპი მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მომხდარი შემთხვევებია – 2.105 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა 3.006 ადამიანი.
ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში: არის მსხვერპლი
ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა ქვეითზე შეჯახება – მიმდინარე წლის სამ კვარტალში 648 მსგავსი ფაქტი მოხდა, გარდაიცვალა 44 და დაშავდა 656 ადამიანი.