COVID-19 - ბოლო ცნობები

როგორ აღვნიშნოთ ახალი წელი: ამირან გამყრელიძის რჩევები

უკვე მეორე წელია, რაც ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ურჩევენ, ახალი წელი ვიწრო წრეში აღნიშნონ, მაგრამ შეასრულებენ მოქალაქეები ექიმების რეკომენდაციებს?
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოუწოდა მოსახლეობას, საახალწლო დღესასწაულები მოკრძალებულად აღნიშნოს.
„ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ყველას ვუსურვებ პანდემიის დასრულებას 2022 წელს, მაგრამ მაინც ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებულად აღვნიშნოთ ეს დღესასწაული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან ყველას მოუწოდა, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს და საახალწლო ღონისძიებებს დაესწრონ პირბადით – როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. გარდა ამისა, გამყრელიძემ შეახსენა ყველას რეგულაციების დაცვა დიდი ღონისძიებების ჩატარებისას და აღნიშნა, რომ იქ მხოლოდ „მწვანე პასპორტების“ მქონე ადამიანები უნდა დაუშვან.
საქართველოს მთავარი ნაძვისხე საზეიმოდ განათდა - ფოტო
ამ დროისთვის საქართველომ კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკი გადაიარა. მაგრამ ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ ყველას, იყონ ყურადღებით, რადგან ახალი წლის დღეებში მასობრივი შეკრებების გამო კვლავ ეპიდემიის ახალ აფეთქებას ელოდებიან.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფექცია 886.364 ადამიანს გამოუვლინდა. ვირუსმა 12.695 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.