კახეთში მიწისძვრა მოხდა

კახეთში მიწისძვრა გამთენიისას მოხდა, ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ქალაქ გურჯაანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კილომეტრში, სოფელ ბაკურციხეში 06:18 საათზე 3,1 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეიმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
მიწისძვრის ეპიცენტრი 38 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.