მწვანე პასპორტების წინააღმდეგ აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ნოემბრის ბოლოდან იმართება. „მწვანე სტატუსი“ ქვეყანაში 1 დეკემბრიდან ამოქმედდა, რამაც პროტესტი გამოწვია საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც აცრა არ სურს.
ქუთაისში აქცია უკვე მესამედ გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ერთი კვირაში კვლავ აპირებენ შეკრებას. ისინი ასევე აპროტესტებენ იძულებით აცრას.
1 დეკემბრიდან რესტორნებში, სასტუმროებში, მუზეუმებში, თეატრებსა და კინოში შესვლა ნებადართული იქნება „მწვანე სტატუსის“ მქონე პირებისათვის.
„მწვანე სტატუსი ენიჭებათ აცრილ და კოვიდ-გადატანილ პირებს, ასევე სამდღიანი „მწვანე სტატუსი“ ენიჭებათ მათ, ვინც „პისიარ-ტესტირებას“ ჩაიტარებს, ხოლო სწრაფ ტესტზე სტატუსი ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს.